„მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, დონი ვან დე ბეკი, შესაძლოა, მალე „რეალ სოსიედადში" გადავიდეს - წერს Daily Mail.
წყაროს ცნობით, სატრანსფერო გარიგება დასასრულს უახლოვდება.
26 წლის ვან დე ბეკი „მანჩესტერ იუნაიტედს“ „აიაქსიდან“ 2020 წლის სექტემბერში შეუერთდა. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე მხოლოდ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა. გოლი არ გაუტანია.
„რეალ სოსიედადმა“ 2022/2023 წლების სეზონში პრიმერა დივიზიონში მეოთხე ადგილი დაიკავა. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კი ინგლისის პრემიერლიგაში - მესამე.