ჰარი მაგუაირი

ჰარი მაგუაირი "მანჩესტერს" ტოვებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი ჰარი მაგუაირი ახლოსაა „ვესტ ჰემ იუნაიტედში“ ტრანსფერთან.

„ჩაქუჩები“ 30 წლის მცველის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს გადაიხდიან. მხარეებს შორის, შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია. აღსანიშნავია, რომ ინგლისელი ფეხბურთელი „წითელმა ეშმაკებმა“ 4 წლის წინ 87 მილიონ ევროდ შეიძინეს.

შეგახსენებთ, რომ ჰარი მაგუაირმა კარიერა „შეფილდ იუნაიტედში“ დაიწყო, შემდეგ „ჰალ სიტიში“, „უიგან ატლეტიკსა“ და „ლესტერ სიტიში“, ხოლო „მანჩესტერს“ 2019 წელს შეუერთდა. მას შემდეგ ჰარიმ ინგლისურ გრანდში 175 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.