ზურიკო დავითაშვილმა

ზურიკო დავითაშვილმა "ბორდოში" შავი სამკლავურით ითამაშა

ჟირონდას „ბორდომ“ საფრანგეთის ლიგა 2-ის პირველ ტურში სტუმრად „პოსთან“ 0:3 წააგო, რის შედეგადაც სეზონი წარუმატებლად დაიწყო.

ზურიკო დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფეხბურთელმა შავი სამკლავურით ითამაშა. ზურიკომ ამ ჟესტით შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულების ხსოვნას მიაგო პატივი...

მატჩის მერე დავითაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: "შოვი, ტკივილი, რომელიც მუდამ თან გაგვყვება".

„ბორდო“ ლიგა 2-ის მეორე ტურში 14 აგვისტოს, „კონკარნოს“ უმასპინძლებს.