ხვიჩა კვარაცხელია გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად ივარჯიშა

ხვიჩა კვარაცხელია გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად ივარჯიშა

ხვიჩა კვარაცხელია გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად ივარჯიშა. „ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა დღეს საწვრთნელ პროცესში სხვებთან ერთად სრული დატვირთვით მიიღო მონაწილეობა.

ეს ნიშნავს, რომ ხვიჩას მუხლის პრობლემა აღარ აწუხებს, თუმცა, ითამაშებს თუ არა, 11 აგვისტოს, „აპოლონთან“ დაგეგმილ სპარინგში, ჯერ მაინც არ არის გადაწყვეტილი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მარცხენა მუხლის დაზიანება დაახლოებით ერთი კვირის წინ მიიღო, რის გამოც რამდენიმე დღის განმავლობაში ინდივიდუალურად ემზადებოდა.