იტალიელმა ჟურნალისტმა ჩირო ტროიზემ განაცხადა, რომ ვიქტორ ოსიმენს საუდის არაბეთის კლუბთან პირადი შეთანხმება მიღწეული აქვს და ძალიან მაღალი ხელფასის გამო დიდ ცდუნებას განიცდის.
„არაბულ კლუბს ფეხბურთელთან შეთანხმება აქვს სეზონში 40 მილიონი ევროს ხელფასის ოდენობაზე. ოსიმენი ძლიერ ცდუნებას განიცდის და რუდი გარსიას სიტყვებიც ადასტურებს, რომ „ნაპოლისთან“ არსებობს დისტანცია და პრობლემა. მალე ოსიმენის ტრანსფერში 200 მილიონიც არ იქნება საკმარისი, რადგან ნიგერიელის შეცვლას დრო სჭირდება“, - თქვა ტროიზემ.
აღსანიშნავია, რომ ოსიმენსა და „ალ-ჰილალს“ შორის შეთანხმებაზე ნიგერიელი ჟურნალისტებიც წერენ, მათ შორის, ფეხბურთელთან დაახლოებული პირები. თუმცა, აურელიო დე ლაურენტისს მისი დაკარგვა არ სურს და ცდილობს, რომ ის არაბებს ორმაგი დაუფასოს, ვიდრე ევროპულ გუნდებს.
ჯერჯერობით, ოსიმენსა და „ნაპოლის“ შორის კონტრაქტის განახლებაზე შეთანხმება არ არის მიღწეული, შესაბამისად, ფეხბურთელის მომავალი ისევ გაურკვეველია. ბოლო დროს არაბული კლუბების ტრანსფერებიდან გამომდინარე კი, გამორიცხული არაფერია.