„ნაპოლიმ“ შეთანხმებას მიაღწია ბრაზილიელ მცველ ნატანთან, რომელიც კიმ მინ-ჯეს შეცვლის. Sky Sport-ის ინფორმაციით, „რედ ბულ ბრაგანტინოს“ 22 წლის ფეხბურთელი „აძურისთან“ ერთ ნაბიჯშია.
იტალიელები ბრაზილიურ კლუბს დაახლოებით 8 მილიონ ევროს გადაუხდიან. თუ ტრანსფერი შედგა, ის მიმდინარე ზაფხულს „ნაპოლის“ პირველი შენაძენი იქნება. იტალიელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ სამხრეთამერიკელი კვირას სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
ნატანი „რედ ბულ ბრაგანტინოში“ 2021 წლიდან თამაშობს და 32 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მანამდე კარიერა „ფლამენგოში“ დაიწყო. იტალიური მედია წერს, რომ ეს ტრანსფერი მოულოდნელია, რადგან ბრაზილიელის შესახებ „ნაპოლისთან“ დაკავშირებით აქამდე ინფორმაცია არც ვრცელდებოდა.
გარდა ამისა, ბრაზილიური პრესა იტყობინება, რომ ნეაპოლელები ახლოს არიან კიდევ ერთი ბრაზილიელი მცველის, მურილოს შეძენასთან, რომელიც „კორინთიანსის“ ღირსებას იცავს. მისი სატრანსფერო ღირებულება 18 მილიონი ევროა, თუმცა სხვა დეტალები მის ტრანსფერთან დაკავშირებით უცნობია.