Marca: ლუის ენრიკე პსჟ-ს დატოვებაზე ფიქრობს

Marca: ლუის ენრიკე პსჟ-ს დატოვებაზე ფიქრობს

„პარი სენ-ჟერმენში“, როგორც ჩანს, ისევ ქაოსია. Marca-ს ინფორმაციით, ლუის ენრიკე გადადგომაზე ფიქრობს.

წყაროს თანახმად, ესპანელი სპეციალისტი უკმაყოფილოა კლუბში არსებული ბუნდოვანი სიტუაციით. საქმე ეხება კილიან მბაპეს, რომელთანაც პსჟ-მ ვითარება დღემდე ვერ დაალაგა და უცნობია, რა მოხდება. გარდა ამისა, ლუის ენრიკე უკმაყოფილოა იმ ფაქტითაც, რომ სპორტული დირექტორი ლუიშ კამპოში გადადგომას აპირებს.

თუმცა, ესპანური გაზეთის გავრცელებულ ინფორმაციას პარიზელები გამოეხმაურნენ და ყველაფერი უარყვეს: „დღევანდელი ჭორები სასაცილო და სრულიად შეუსაბამოა“, - ციტირებს ფაბრიციო რომანო პსჟ-ს განცხადებას.

შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკემ პსჟ დაახლოებით ერთი თვის წინ ჩაიბარა.