ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის პირველი დიაგნოზი ცნობილია

ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის პირველი დიაგნოზი ცნობილია

ესპანურ „ჟირონასთან“ ამხანაგურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც პენალტების სერიაშიც არ მიუღია მონაწილეობა.

მან მოედანი კოჭლობით, სახვევით და ყინულებით დატოვა. როგორც Sky Sport-ი იტყობინება, 22 წლის ქართველს მუხლში უბრალოდ დარტყმა არ მიუღია, მას მუხლზე დაჟეჟილობა აღენიშნება. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.

სავარაუდოდ, ხვიჩას სამედიცინო შემოწმება ხუთშაბათს ჩაუტარდება, რის შედეგადაც დადგინდება, როგორი ხარისხის დაზიანება აქვს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ „ჟირონა“ პენალტების სერიაში დაამარცხა, მომდევნო ამხანაგურ მატჩს კი 6 აგვისტოს, გერმანული „აუგსბურგის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.