ვალანჩუნასი:

ვალანჩუნასი: "ცივი შხაპი მივიღეთ, მაგრამ ვიცოდით, რომ მოვიგებდით"

ლიეტუვის ნაკრების ლიდერმა იონას ვალანჩუნასმა საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, თამაშის ბოლოს ცივი შხაპი მიიღეს, მაგრამ გამარჯვებაში დარწმუნებული იყვნენ.

“რთული მატჩი იყო, ცივი შხაპი მივიღეთ, მაგრამ ვიცით, როგორ არ უნდა წავაგოთ თამაში და ვიცოდით, რომ აუცილებლად მოვიგებდით. პირველი მატჩი იყო, რომელიც ყველამ ერთად ვითამაშეთ და ფორმაში შევდივართ, ყველაფერი ნორმალურადაა.

ეს გუნდური თამაშია, მოედანზე ხუთნი ვართ და ერთი ბურთი გვაქვს. ერთიანობა და გუნდური თამაში არის ჩვენი ძალა, რაც უფრო კარგად გავაკეთებთ ამას, მით უკეთესი იქნება შედეგი”, - თქვა ვალანჩუნასმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩს 5 აგვისტოს, რიგაში, ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.