იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშო დონე ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ბოლო პერიოდში მიზანი დაკარგა, რის გამოც გოლის გატანა უჭირს, მათ შორის ვარჯიშებზეც.
“კვარაცხელია ფენომენია და ამაზე საუბარი არ არის. ის საყურებლად ყოველთვის ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ უკვე რამდენიმე თვეა და ასევე ბოლო ვარჯიშებზე, რაც მე ვნახე, ცოტათი მიზანი დაკარგა.
ცხადია, ახლო მომავალში უცებ დაიბრუნებს მიზანს და დაიწყებს გოლების გატანას, როგორც გასული სეზონის პირველ ნაწილში და მეორე ნაწილის დასაწყისში, მაგრამ ეს შევნიშნე და უნდა ვთქვა”, - განაცხადა დელ ჯენიომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი ბოლოს 19 მარტს, “ტორინოს” გაუტანა, როდესაც პენალტი შეასრულა ზუსტად. “ნაპოლი” დღეს, ამხანაგურ მატჩს ესპანურ “ჟირონასთან” გამართავს.