ამერიკული „ლოს-ანჯელესი“ „ნაპოლის“ გარემარბის, ირვინ ლოსანოს ტრანსფერზე მუშაობს - გვამცნობს Wdeportes.
MLS-ის კლუბმა მოთამაშეს ოთხწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, ხელფასის მნიშვნელოვანი გაზრდით, ვიდრე მისი ამჟამინდელი ანაზღაურებაა „ნაპოლიში.“
მოსალოდნელია, რომ მხარეები უახლოეს დღეებში შეხვდებიან და ნახევარმცველი წინადადებას საბოლოო პასუხს გასცემს.
„ლოს-ანჯელესის“ გარდა, ლოსანოს შეძენა „ლიდსს,“ „ევერტონს“ და საუდის არაბეთის ერთ-ერთ კლუბს სურთ, რომლის სახელიც არ საჯაროვდება.
ლოსანო „ნაპოლიში“ 2019 წლის აგვისტოდან თამაშობს. მისი კონტრაქტი კლუბთან მომავალ ზაფხულამდეა ძალაში. გარემარბმა „ნაპოლის“ შემადგენლობაში ჯამში 120 მატჩი ჩაატარა, 23 ბურთი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა. მექსიკელი 28 წლისაა.