იტალიელმა ჟურნალისტმა უმბერტო კიარიელომ განაცხადა, რომ „ნაპოლიში“ ფედერიკო კიეზას ტრანსფერი გამორიცხულია, ამიტომ გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელებში მისი შეძენის მოთხოვნას თავი უნდა დაანებონ.
როგორც მან აღნიშნა, კიეზა ძალიან მაღალ ხელფასს ითხოვს და აურელიო დე ლაურენტისმა ეს მოთხოვნა რომ დააკმაყოფილოს, მაშინ ხვიჩა კვარაცხელიასაც იგივე ხელფასი უნდა გადაუხადოს.
„კასტელ დი სანგროში გუნდისადმი დიდი ნდობაა, სოციალურ ქსელებში კი, სამწუხაროდ დიდ უნდობლობას ვხედავ და ვკითხულობ, რომ შეუძლებელ ტრანსფერებს ითხოვენ. მაგალითად, ფედერიკო კიეზას ტრანსფერის მოთხოვნა ნიშნავს, რომ არაფერი გაგეგება. „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ხელფასად 7 მილიონს ითხოვს. თუ დე ლაურენტისი გაგიჟდება და მას აიყვანს, მერე რას აკეთებს კვარაცხელია? რა თქმა უნდა, ამ დროს მისი ხელფასიც უნდა გადაიხედოს, რადგან ეს არის თანასწორობის საკითხი.
კიეზა თითქმის არავის პარამეტრებში არ ჯდება, ის არ არის ჰოლანდი. „ნაპოლიში“ მისი ტრანსფერი მხოლოდ ოცნებების სამყაროს ნაწილია, ოცნების სამყარო კი რეალობა არაა. კიეზა „ნაპოლიში“ უბრალოდ შეუძლებელია“, - თქვა კიარიელომ.