უარი

უარი "ლაციოს" და ინტერესი ესპანეთიდან: მიქაუტაძით კიდევ ერთი გუნდი ინტერესდება

საქართველოს ნაკრებისა და "მეცის" ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე ესპანური „კადისის“ ინტერესის სფეროშია. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა diariodecadiz-ი ავრცელებს.

წყაროს თანახმად, ესპანელებმა ქართველი შემტევის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვეს. ცხადია, მისი ფასიც მათთვის ცნობილია, რამაც ინტერესი გაანელა, მაგრამ 22 წლის ფეხბურთელი „კადისის“ დღის წესრიგში რჩება, სატრანსფერო ფანჯარა კი 31 აგვისტომდე ღიაა, შესაბამისად მანამდე ყველაფერი შესაძლებელია.

ამავდროულად ფრანგული მედია წერს, რომ „მეცმა“ უარით გაისტუმრა რომის „ლაციო“, რომელიც 15 მილიონ ევროს იხდიდა. ფრანგების პოზიცია ურყევია - გიორგის 20 მილიონ ევროდ აფასებენ.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე გასულ სეზონში ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა. მან მიმდინარე პრესეზონზე სამ მატჩში 2 გოლი გაიტანა. „მეცთან“ კონტრაქტი გიორგის 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.