ოსიმენი

ოსიმენი "ნაპოლის" ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა და 7 მილიონს მიიღებს

„ნაპოლი“ და ვიქტორ ოსიმენი კონტრაქტის განახლებაზე შეთანხმდნენ. იტალიური მედიის ცნობით, მხარეებმა მოლაპარაკებების შედეგად, ყველა დეტალი შეათანხმეს და ინფორმაცია ოფიციალურად უახლოეს მომავალში უნდა დადასტურდეს.

ოსიმენი ხელშეკრულებას, რომელიც 2025 წელს იწურება, 2027 წლის 30 ივნისამდე განაახლეს, რომლის თანახმად ნიგერიელი ხელფასის სახით სეზონში 7 მილიონ ევროს მიიღებს. ნეაპოლური მედია წერს, რომ კონტრაქტში იქნება პუნქტი, რომლის მიხედვით ვიქტორის გამოსასყიდი ფასი 150 მილიონი ევროთი განისაზღვრება.

შეგახსენებთ, ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიმ“ 2020 წელს „ლილიდან“ შეიძინა. მას შემდეგ მან 101 მატჩში 59 გოლი გაიტანა. 24 წლის ფეხბურთელს „ვოლფსბურგსა“ და „შარლერუაშიც“ აქვს ნათამაშები.