„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ კლუბთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კარიერაში პაუზას აიღებს.
გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, არავინ იცის, მომავალში რა მოხდება, ამიტომ კარიერის დასრულებას არცერთ ეტაპზე არ გამორიცხავს.
„ლივერპულთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე მაქვს და მინდა, ის ბოლომდე შევასრულო, მერე კი ალბათ 1 წელი დავისვენებ. თუმცა, ვინ იცის, თავს როგორ ვიგრძნობ ერთი წლის შემდეგ? ამიტომ, კარს ყოველთვის ღია ვტოვებ. არ მინდა, კარიერა ძალიან გვიან დავასრულო, მსურს, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ ჩემს მეუღლესთან ერთად მაქსიმალურად ვისიამოვნო“, - თქვა კლოპმა.