"სან ანტონიო სპურსმა" სანდრო მამუკელაშვილთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

"სან ანტონიო სპურსმა" სანდრო მამუკელაშვილს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ხელშეკრულებების პირობები უცნობია, თუმცა ქართველი ფორვარდი გრეგ პოპოვიჩის გუნდში დარჩება.

საქართველოს ნაკრების წევრი "სპურსმა" 2023 წლის 3 მარტს დაიმატა. ტეხასელებთან ერთად სანდრომ 19 მატჩში საშუალოდ 23,3 წუთში 10,8 ქულა, 6,8 მოხსნა და 2,4 პასი გააკეთა.

"სპურსში" გადასვლამდე მამუკელაშვილს კონტრაქტი "მილუოკი ბაქსთან" აკავშირებდა, სადაც 24 შეხვედრა ითამაშა და საშუალოდ 2.4 ქულას და 2.3 მოხსნას 9.0 წუთში აგროვებდა. პარალელურად "ვისკონსინ ჰერდში" გამოდიოდა და 11 თამაშში საშუალოდ 30.6 წუთში, 19.5 ქულა, 9.1 მოხსნა და 3.6 პასი გააკეთა.