"აკტობეს" საქართველოში ჩამოფრენის უფლებას არ აძლევენ

ყაზახური „აკტობე“ საქართველოში გამოფრენას ვერ ახერხებს. Sports.kz იტყობინება, რომ ჯერჯერობით, ყაზახები ქუთაისის მიმართულებით არ გამოფრენილან.

როგორც ირკვევა, ქართული მხარე წინააღმდეგია დაუშვას ჩარტერული რეისი იმ კომპანიისგან, რომლის თვითმფრინავით „აკტობე“ ქუთაისში უნდა ჩავიდეს. ამასთან, ცნობილია, რომ საქართველოს ვიზა არ მისცეს ყაზახთა კოტ დივუარელ თავდამსხმელ ანდერსონ ნიანგბოს.

მოგეხსენებათ, მატჩი 27 ივლისს უნდა გაიმართოს. შესაბამისად, დღეს ქუთაისში „აკტობეს“ მატჩისწინა ვარჯიში აქვს დაგეგმილი, თუმცა, როგორ განვითარდება მოვლენები უცნობია.

შეგახსენებთ, რომ „აკტობეს“ რიგებში ქართველი ფეხბურთელიც თამაშობს - ლუკა გადრანი.