„ნაპოლიმ“ მოსამზადებელ ეტაპზე მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და სერია C-ს ბინადარ „სპალთან“ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
სეზონში პირველად ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც მოედანზე 46-ე წუთიდან გამოჩნდა. ქართველ ფეხბურთელს გოლი არ გაუტანია, არც საგოლე პასი გაუკეთებია. ერთხელ ახლოს იყო გოლთან, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. რუდი გარსიას გუნდი აგებდა, მაგრამ 73-ე წუთზე ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ ანგარიში გაათანაბრა. საგოლე შეტევა კვარამ დაიწყო, პიოტრ ჟელინსკიმ გააგრძელა და ანგისამ დაასრულა.
მთლიანობაში ხვიჩას აქტიური 45 წუთი ჰქონდა, კარისკენ ერთხელ არაზუსტადაც დაარტყა, თანაგუნდელებიც კარგი პასებით მოამარაგა, ერთხელაც ვიქტორ ოსიმენი მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ ნიგერიელმა ვერ გაიტანა.
„ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 29 ივლისს, თურქულ „ჰატაისპორთან“ გამართას, რომლის რიგებში საბა ლობჟანიძე და გიორგი აბურჯანია თამაშობენ.