ინგლისური კლუბი გიორგი მიქაუტაძით დაინტერესდა

ინგლისური კლუბი გიორგი მიქაუტაძით დაინტერესდა

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ინგლისური „შეფილდ იუნაიტედის“ ინტერესის სფეროშია.

ფრანგული გამოცემა Le10sport.com-ი იტყობინება, რომ ინგლისელებმა ფრანგულ კლუბს 18 მილიონი ევრო შესთავაზეს. მართალია, ფრანგები 20 მილიონ ევროს ითხოვენ, მაგრამ წყაროს თანახმად, 18 მილიონი კარგი შეთავაზებაა, რაზეც შესაძლებელია, რომ „მეცი“ დათანხმდეს.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძით „ბარნლი“ და „ლაციო“ იყვნენ დაინტერესებული, მაგრამ ორივე გუნდმა სხვა თავდამსხმელი უკვე დაიმატა.

„შეფილდ იუნაიტედი“ პრემიერლიგის ბინადარია, ასე რომ, თუ ტრანსფერი შედგა, ქართველი ფეხბურთელი ინგლისური ფეხბურთის ელიტაში ითამაშებს.