საუდის არაბეთის სპორტის სამინისტრომ 17 მილიარდი გირვანქა (19,6 მილიარდი ევრო) გამოყო ტრანსფერებისთვის - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი.
შეგახსენებთ, რომ ადრე საუდის არაბეთის ჩემპიონატში უკვე გადავიდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან კრიშტიანუ რონალდუ, კარიმ ბენზემა, რობერტო ფირმინო, ედუარ მენდი და სხვები.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ალ-ჰილალი“ მზადაა პსჟ-ს მბაპესთვის 300 მილიონი ევრო გადაუხადოს, ხოლო თავად 24 წლის თავდამსხმელს წელიწადში 700 მილიონევროიანი ანაზღაურება გააფორმოს.
საუდის არაბეთის ჩემპიონატის ახალი სეზონი 11 აგვისტოს იწყება.