იტალიელმა ჟურნალისტმა ჯოვანი სკოტომ „ნაპოლისა“ და „სპალის“ მატჩზე მამუკა ჯუღელის დასწრების მიზეზებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ერთი საკითხი ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი იყო, რაზეც აურელიო დე ლაურენტისთან ისაუბრა, ხოლო მეორე თემა გიორგი კვერნაძეს და სხვა ქართველ ტალანტებს ეხებოდა.
„დღეს, დიმაროში ნაპოლი-სპალის ამხანაგურ მატჩს დაესწრო მამუკა ჯუღელი, კვარაცხელიას აგენტი. ორი საკითხი განიხილეს; კვერნაძის არჩევანმა, რომ ფროზინონეში გადასულიყო, დე ლაურენტისზე იმოქმედა, რადგან ის აკვირდებოდა ფეხბურთელს. ამიტომაც, ნაპოლის მეპატრონემ აგენტს სთხოვა ეცნობებინა სხვა ქართველი ტალანტების შესახებ, რომლებიც არა ახლა, არამედ მომავალში „ნაპოლისთვის“ გამოადგებათ.
მეორე საკითხი იყო რა თქმა უნდა, კონტრაქტის განახლება, რაზეც ისაუბრეს: ეს თემა, როგორც ჩანს, დასრულებულია. ფეხბურთელი კონტრაქტს 2028-წლამდე განაახლებს გაორმაგებული ხელფასით. ვიცით, რომ კონტრაქტის ხანგრძლივობა ფაქტობრივად არ შეიძლება 5 წელს აღემატებოდეს“, - თქვა სკოტომ.