"ახლობლის წლისთავზე იყო...სამჯერ ესროლეს, ამბობენ, ამ სისხლიან ორთაბრძოლაში მხოლოდ ძლიერები უნდა გადარჩნენო" - ოკუპირებულ აფხაზეთში "კანონიერი ქურდი" მოკლეს

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ე.წ. კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებს შო­რის ან­გა­რიშს­წო­რე­ბა გრძელ­დე­ბა გუ­და­უ­თის რა­ი­ონ­ში, სო­ხუ­მე­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი თემურ ახუ­ბა, იგი­ვე "დინ­რი­დი" მოკ­ლეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ახ­ლობ­ლის წლის­თა­ვის სუფ­რა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც გა­რეთ გა­ვი­და, სამ­ჯერ ეს­რო­ლეს. ორი ტყვია თავ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი, ხოლო ერთი მუც­ლის არე­ში.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი ასე­ვე, გუ­და­უ­თე­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, ალ­ხაზ აგრბას ოჯახ­ში, სო­ფელ აბ­გარ­ხუკ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მას­თან ერ­თად იყ­ვნენ სხვა "კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბიც", ვა­ლე­რი ხიშ­ბა, იგი­ვე, "ვა­ლე­რა აბხაზ­სკიი" და ვახ­ტანგ ფა­ჩუ­ლია, იგი­ვე "ნა­ნი­კი". სუფ­რა­ზე მთთან ერ­თად იყო კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი კრი­მი­ნა­ლი სტა­ნის­ლავ ციშ­ბა, იგი­ვე "პაკა", რო­მელ­მაც იქა­უ­რო­ბა მკვლე­ლო­ბამ­დე და­ტო­ვა.

მა­თი­ვე თქმით, თე­მურ ახუ­ბა რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნის მი­მართ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას არ მა­ლავ­და, რად­გან მათი ძა­ლის­ხმე­ვით, "დინ­რი­დი", 2013 წელს კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს ჩა­მო­ა­შო­რეს. ამ საქ­მე­ში კი, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რობ­დნენ, ას­ტა­მურ შამ­ბა და ალ­ხაზ ავი­ძ­ბა, რომ­ლე­ბიც 2019 წელს, სო­ხუმ­ში, რეს­ტო­რან "სან-რე­მო­ში" ჩა­ცხრი­ლეს.
"მა­შინ­ვე ეჭვი გაჩ­ნდა, რომ 2019 წელს მომ­ხდა­რის უკან თე­მურ ახუ­ბა იდგა, რო­მელ­მაც მა­ნამ­დე ამ კლან­თან რამ­დენ­ჯერ­მე სცა­და სი­ტუ­ა­ვი­ის მოგ­ვა­რე­ბა, მაგ­რამ არ გა­მო­უ­ვი­და. ზო­გა­დად, აფხა­ზე­თი პა­ტა­რა რე­გი­ო­ნია და ამ­დე­ნი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" გა­სა­ყო­ფი წი­ლიც არ არის. მათ კი, მადა ჭა­მა­ში მოს­დით, ფე­შე­ნე­ბე­ლურ სახ­ლებს იშე­ნე­ბენ, პო­ზი­ცი­ებს იმ­ყა­რე­ბენ. კონ­კუ­რენ­ტებს ვერ იტა­ნენ და და­უნ­დო­ბე­ლი ბრძო­ლა აქვთ გა­მარ­თუ­ლი. "პიზა" ლი­დე­რო­ბას ჯერ­ჯე­რო­ბით არ თმობს, თუმ­ცა, ამ­ბო­ბენ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი მტე­რი ჰყავს...

ამი­ტომ, ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ჩა­საფ­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცია აქვთ, მცი­რედ შეც­დო­მას არ პა­ტი­ო­ბენ. ამ­ბო­ბენ კი­დეც - ამ სის­ხლი­ან ორ­თაბ­რძო­ლა­ში, მხო­ლოდ ძლი­ე­რე­ბი უნდა გა­დარ­ჩნე­ნო და სნა­ი­პერს ქი­რა­ო­ბენ და სახ­ლებ­ში, ქუ­ჩებ­ში, მან­ქა­ნებ­ში ხო­ცა­ვენ ერ­თმა­ნეთს.

შამ­ბა­სა და ავი­ძ­ბას მკვლე­ლო­ბა, გუ­და­უ­თელ­მა "პი­ზამ", იგი­ვე ას­ლან ბარ­ციც­მა, პი­რად შე­ტე­ვად მი­ი­ღო, რად­გან მოკ­ლუ­ლე­ბი მისი კლა­ნის წევ­რე­ბად ით­ვლე­ბოდ­ნენ. "დინ­რიდ­საც" ჰყავს მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, ასე რომ, გუ­და­უ­თის კლა­ნის­თვის ჯერ არა­ფე­რი დამ­თავ­რე­ბუ­ლა", - მი­აჩ­ნია ერთ_ერთ ად­გი­ლობ­რივს.

აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ მათ ვინც გავ­ლე­ნით სარ­გებ­ლობს, კავ­ში­რე­ბი აქვთ ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან, "პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში".

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, თე­მურ ახუ­ბა 2020 წლის დე­კემ­ბერ­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დარ­ღვე­ვის­თვის და­ა­კა­ვეს. თით­ქოს ის, ახალ­გაზ­რდებ­თან კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს პრო­პა­გან­დას ეწე­ო­და. მა­თი­ვე თქმით, რე­ა­ლუ­რად მას გა­ცი­ლე­ბით დიდი და­ნა­შა­უ­ლე­ბი ჰქონ­და ჩა­დე­ნი­ლი და მისი და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზი აბ­სურ­დუ­ლად ჩან­და.

"იმ დროს საქ­მეს ასე სჭირ­დე­ბო­და და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სას­ჯე­ლი მი­უ­სა­ჯეს. არა­და, ის ყვე­ლა­ზე უწყი­ნა­რი რამ იყო, რაც "დინ­რიდ­სა" და მის თა­ნა­მო­აზ­რე­ებს აფხა­ზე­თის­თვის აქვთ და­შა­ვე­ბუ­ლი, ისი­ნი თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბის წე­სით, ყო­ველ დღე უწამ­ლავ­დნენ ადა­მი­ა­ნებს გო­ნე­ბას... თუმ­ცა, ოჯა­ხი­სა და გა­რე­მოც­ვის­თვის, ნე­ბის­მი­ე­რი აზ­როვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი ძვირ­ფა­სია. ახუ­ბა მხო­ლოდ 50 წლის იყო. მისი სიკ­ვდი­ლით, აფხა­ზეთ­ში შუ­რის­ძი­ე­ბის ახა­ლი ტალ­ღა და­ი­წყო", - მი­აჩ­ნია "ცვიშ­ბა ომარს".