იტალიური „ფროზინონე“ საქართველოს ნაკრების მცველის, საბა საზონოვის შეძენითაა დაინტერესებული.
თუმცა, როგორც რუსული მედია წერს, ჯერჯერობით, იტალიელებს მოსკოვის „დინამოსთვის“ ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებიათ. ცნობილია, რომ 21 წლის ფეხბურთელის შეძენით „ფროზინონეს“ სპორტული დირექტორი გვიდო ანჯელოცი პირადადაა დაინტერესებული.
საზონოვს Transfermakrt 3 მილიონ ევროდ ჰყავს შეფასებული. მას მოსკოვის „დინამოსთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ საბას მიმართ ინტერესს „სასუოლო“ და „უდინეზეც“ იჩენენ, მაგრამ კონკრეტულ მოლაპარაკებებზე საუბარი არ ყოფილა.