„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა პარიზში დააყაჩაღეს. იტალიური მედიის ცნობით, ინციდენტი გასულ ღამეს მოხდა.
დონარუმა სახლში თავის შეყვარებულთან ერთად იმყოფებოდა. დამნაშავეებმა ორივე მათგანი დააბეს და სახლიდან დაახლოებით ნახევარი მილიონი ევრო წაიღეს. ფეხბურთელმა და ალესია ელეფანტემ მოგვიანებით მოახერხეს სახლიდან გაქცევა და თავი სასტუმროს შეაფარეს.
სასტუმროს ადმინისტრაციამ პოლიციას გამოუძახა, თუმცა დამნაშავეები გაიქცნენ და ჯერჯერობით, არ დაუკავებიათ.
დონარუმა და მისი მეწყვილე საავადმყოფოში გადაიყვანენ, შესაბამისი დახმარების აღმოსაჩენად.