„რიუ ავემ“ ჟორჟე ქარსელაძესთან პირველი პროფესიონალურო კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
18 წლის მარჯვენა მცველი პორტუგალიურ გუნდში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება. ის „რიუ ავეში“ 9 წლის ასაკიდან იზრდებოდა, გასულ სეზონში კი მთავარ გუნდში დააწინაურეს, სადაც რამდენიმე მატჩი ჩაატარა.
ჟორჟეს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, საქართველოს და პორტუგალიის. ცოტა ხნის წინ მას დებიუტი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებშიც ჰქონდა.