„ნაპოლის“ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი დიმაროს შეკრებაზე თავის აგენტთან, რობერტო კალენდასთან ერთად ჩავიდა. ჯერჯერობით, აურელიო დე ლაურენტისთან შეხვედრა არ შემდგარა, თუმცა, ეს მხოლოდ დროის საკითხია.
Sky Sport-ის ცნობით, ოსიმენის სურვილია „ნაპოლიში“ დარჩენა, მაგრამ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მხარეებს შეთანხმება სჭირდებათ. ფეხბურთელის და მისი გარემოცვის მიზანია, რომ ყველაფერი აგვისტოს შუა რიცხვებამდე გაირკვეს. შესაბამისად, მათ დრო ჯერ კიდევ აქვთ.
ოსიმენს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. აურელიო დე ლაურენტისი მის სანაცვლოდ დაახლოებით 200 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა ამავდროულად ამბობს, რომ ნიგერიელის შენარჩუნებაც სურს.
გასული სეზონი ვიქტორ ოსიმენის კარიერაში საუკეთესო იყო. მან სერია A-ში 26 გოლი გაიტანა, რითაც საუკეთესო ბომბარდირი გახდა.