მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელმა ჟოაო ფელიქსმა განაცხადა, რომ ბავშვობიდან მისი ოცნება „ბარსელონაში“ თამაშია.
„ბარსელონაში“ თამაში მინდა, ეს არის ჩემი ოცნება ბავშვობიდან. „ბარსელონა“ ჩემთვის ყოველთვის პირველი არჩევანი იყო და თუ ეს მოხდება, ოცნების ასრულება იქნება“, - თქვა პორტუგალიელმა.
შეგახსენებთ, რომ ჟოაო ფელიქსმა კარიერა ლისაბონის „ბენფიკაში“ დაიწყო, საიდანაც „ატლეტიკოში“ გადავიდა, გასული სეზონი კი იჯარით „ჩელსიში“ გაატარა. ფელიქსი ამჟამად ახალი სეზონისთვის ისევ მადრიდელთა რიგებში ემზადება.