საქართველოს ნაკრებისა და "ბორდოს" ფეხბურთელ ზურიკო დავითაშვილის მსურველი იტალიაში გამოუჩნდა. Franceblue-ს ინფორმაციით, „ბორდომ“ 22 წლის ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთავაზება მიიღო.
უცნობია კლუბის ვინაობა, მაგრამ გამოცემის ცნობით, ჟირონდელებს ზურიკოში 9 მილიონი ევრო შესთავაზეს, რაც კარგი წინადადებაა თუ გავითვალისწინებთ, რომ ფრანგებმა ის სულ რაღაც 1.5 მილიონ ევროდ გამოისყიდეს. თუმცა, წყაროს თანახმად, ჯერჯერობით, „ბორდომ“ 9-მილიონიან შეთავაზებაზე უარი თქვა. მაგრამ, არაა გამორიცხული მოლაპარაკებების შედეგად, სიტუაცია შეიცვალოს.
ზურიკომ „ბორდოში“ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31 მატჩში 6 გოლით გამოირჩა, 3-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.
„ბორდოს“ ძალიან ცოტა დააკლდა ლიგა 1-ში დაბრუნებასთან, ასე რომ, მომდევნო სეზონს ისევ ლიგა 2-ში გაატარებს. ზურიკოს საქართველოს ნაკრებში 26 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე 4 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.