საბა საზონოვით სტამბოლის

საბა საზონოვით სტამბოლის "გალათასარაიც" დაინტერესდა

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „დინამოს“ მცველი საბა საზონოვი კიდევ ერთი კლუბის ინტერესის სფეროში მოექცა. რუსულმა მედიამ 21 წლის ფეხბურთელი ამჯერად სტამბოლის „გალათასარაის“ დაუკავშირა.

ჯერჯერობით, კონკრეტული დეტალები უცნობია, მაგრამ საბასთან თურქებს კონტაქტი უკვე ჰქონდათ. თუმცა, ამ ეტაპზე კონტაქტი არ ყოფილა უშუალოდ კლუბებს შორის.

საზონოვს აქამდე იტალიურ კლუბებს, „სასუოლოს“, „უდინეზესა“ და „ფროზინონეს“ უკავშირებდნენ, ფავორიტად კი „სასუოლოს“ ასახელებდნენ. როგორც ჩანს, ახლა საქმეში თურქული ფეხბურთის გრანდიც ჩაერია.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვს „დინამოსთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებს. საზონოვი „ზენიტის“ აკადემიაში გაიზარდა, მოსკოვის „დინამოში“ კი 2021 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა. საბა გასული წლიდან საქართველოს მოქალაქეა და ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი ჩაატარა, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე კი ოთხ მატჩში 1 გოლი გაიტანა.