ტურინის „იუვენტუსი“ სუპერლიგის პროექტს ტოვებს. ინფორმაცია იტალიური კლუბის ვებგვერდმაც დაადასტურა.
ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „იუვემ“ „ბარსელონას“ და „რეალს“, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან სუპერლიგაში, წერილობით აცნობა პროექტის დატოვების სურვილის შესახებ. შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია.
შეგახსენებთ, რომ სუპერლიგა 2021 წელს შეიქმნა. თავიდან მასში 12 კლუბი იყო ჩართული, მაგრამ მალევე მათი რაოდენობა სამამდე შემცირდა. „იუვე“, „ბარსა“ და „რეალი“ ამ დრომდე პროექტის მხარდაჭერად რჩებოდნენ, მაგრამ ტურინული კლუბიდან ანდრეა ანიელის წასვლის შემდეგ, როგორც ჩანს, სიტუაცია შეიცვალა.