ინტერნეტპორტალმა Transfermarkt-მა ყოფილი სსრკ-ის ქვეყნების ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეების სია გამოაქვეყნა.
რეიტინგის სათავეში „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი, ხვიჩა კვარაცხელიაა. მისი საბაზრო ღირებულება 85 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
სამეულში ასევე მოხვდა პრემიერლიგის ორი უკრაინელი ლეგიონერი - „ჩელსის“ ნახევარმცველი მიხაილო მუდრიკი (50 მილიონი ევრო) და „არსენალის“ მცველი ოლექსანდრ ზინჩენკო (42 მილიონი ევრო).