"მეცში" გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერი ჩაშლის პირასაა

„მეცში“ გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერი ჩაშლის პირასაა. როგორც ჩანს, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რის გამოც ახლა უფრო დიდი შანსია, რომ გარიგება არ შედგეს, ვიდრე ტრანსფერი განხორციელდეს.

ჟურნალისტი ნაბიჯ ჯელიტი ტვიტერში წერს, რომ ჩაკვეტაძე „მეცს“ წესით არ შეუერთდება, რადგან სიტუაცია აშკარად გაცივდა. სხვა კონკრეტულ დეტალებს ის არ აჟღერებს.

ცნობილია, რომ „მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა ლაშლო ბოლონიმ 2 დღე ითხოვა მოსაფიქრებლად, რამაც როგორც ჩანს, სიტუაცია შეცვალა. არადა, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მხარეები ერთწლიან იჯარაზე შეთანხმებული იყვნენ. „მეცი“ ლიგა 1-ში გადავიდა და ჩაკვესთვის შესანიშნავი შანსი იქნებოდა...

ფრანგულ კლუბში გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, რომელსაც ბაზარზე ბევრი მსურველი ჰყავს და შეიძლება კლუბი დატოვოს. ჩაკვეტაძეს კი, თუ „მეცის“ ვარიანტი საბოლოოდ ჩაიშალა, ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს, რადგან „გენტში“ დაბრუნება არც თავად სურს და არც ბელგიელებს უნდათ მისი შენარჩუნება.