გუნდთან მოლაპარება დაწყებულია: ლუკა ლოჩოშვილი ლა ლიგის კლუბს აინტერესებს

გუნდთან მოლაპარება დაწყებულია: ლუკა ლოჩოშვილი ლა ლიგის კლუბს აინტერესებს

საქართველოს ნაკრებისა და „კრემონეზეს“ მცველი ლუკა ლოჩოშვილი ლა ლიგის ბინადარ „რაიო ვალეკანოს“ დაუკავშირეს.

ესპანური მედიის ცნობით, მადრიდელები ცენტრალურ მცველს ეძებენ, რომელიც ფეხით ცაციაა და ორი კანდიდატიც შეარჩიეს - ლოჩოშვილი და „ბეშიქთაშის“ ესპანელი მცველი ხავიერ მონტერო.

„რაიოს“ სპორტულმა დირექტორმა შესაბამის გუნდებთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. გარდა ამისა ირკვევა, რომ ესპანური კლუბისგან არც ორივე მცველის დამატებაა გამორიცხული, თუ მათი ფასი ძალიან ძვირი არ იქნება. თუმცა სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილმა გასულ სეზონში სერია A-ში ითამაშა, სადაც 25 შეხვედრაში თავი გოლით და 2 საგოლე პასით გამოიჩინა, მაგრამ „კრემონეზე“ სერია B-ში გავარდა.