პიოლიმ „მილანის“ მომავალი შეაფასა

პიოლიმ „მილანის“ მომავალი შეაფასა

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ, განაცხადა, რომ მას ეჭვი არ ეპარება კლუბის წარმატებულ მომავალზე. ის „შავ-წითლებთან“ 2019 წლის შემოდგომიდან მუშაობს.

„ყოველთვის ვგრძნობდი თავს ამ პროექტის ცენტრში, რადგან ჩართული ვიყავი სტრატეგიული გადაწყვეტილებების არჩევაში, გუნდის შექმნაში. ეჭვი არ მეპარება, გუნდს წარმატებული მომავალი ელის.“ - ციტირებს პიოლის სიტყვებს ITASportPress.

2023/24 წლების სერია A-ს გათამაშება სტარტს 20 აგვისტოს აიღებს. 21-ში „მილანი“ „ბოლონიას“ ესტუმრება.