„ნაპოლიში“ კიმ მინ-ჯეს, რომელიც კარიერას „ბაიერნში“ გააგრძელებს, დიდი ალბათობით კო იტაკურა შეცვლის.
იტალიური მედიის ცნობით, 26 წლის იაპონელი მცველი ძალიან ახლოსაა იტალიის მოქმედ ჩემპიონთან. იტაკურას ფასი 15-17 მილიონი ევროა, რაც ნეაპოლელთათვის მისაღები ფასია, შესაბამისად, დიდი შანსია, რომ ტრანსფერი შედგეს.
„ნაპოლის“ აქამდე რობინ ლე ნორმანს, მაქს კილმანსა და ჯორჯო სკალვინისაც უკავშირებდნენ, მაგრამ მათი ღირებულება გაცილებით მაღალია, თითქმის 50 მილიონ ევრომდე მერყეობს, რის კიმის შეცვლის მთავარ კანდიდატად იტაკურა იქცა.
იტაკურამ გასული სეზონი „გლადბახში“ გაატარა, სადაც 25 მატჩი ჩაატარა, მანამდე კი „კავაზაკის“, „სენდაის“, „მანჩესტერ სიტის“, „გრონინგენისა“ და „შალკეს“ ღირსებას იცავდა.