რომანო:

რომანო: "ბაიერნში" მამარდაშვილის ტრანსფერი "ვალენსიას" მოთხოვნაზეა დამოკიდებული"

საქართველოს ნაკრების და „ვალენსიას“ მეკარე მიუნხენის „ბაიერნის“ ინტერესის სფეროში რჩება. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო ისევ იტყობინება.

იტალიელმა ინსაიდერმა ამჯერად ინფორმაცია იან ზომერზე გაავრცელა, რომლის მომავალთან „რეკორდმაისტერში“ მამარდაშვილის ტრანსფერი პირდაპირ კავშირშია.

„ინტერმა“ მოლაპარაკებები დაიწყო „ბაიერნიდან“ იან ზომერის შესაძენად. ის სიის სათავეშია ანატოლი ტრუბინთან ერთად, კლუბი ახლა განიხილავს ორივე მეკარეს ყიდვას, თუ ანდრე ონანა „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეუერთდება. ზომერი იანვარში უკვე იყო „ინტერის“ სიაში და მას კლუბის შეცვლა სურს. ზომერის კონტრაქტში არის პუნქტი, რომელიც საშუალებას აძლევს მას „ბაიერნი“ იმავე ფასში დატოვოს, რაც მიუნხენელებმა მის გასაფორმებლად გადაიხადეს. „ბაიერნს“ სიაში ჰყავს მამარდაშვილი, როგორც ამ კვირის დასაწყისში გაირკვა. გარიგება დამოკიდებულება იქნება „ვალენსიას“ ფინანსურ მოთხოვნაზე“, - წერს ფაბრიციო რომანო, რომელიც სანდოობით გამოირჩევა.

გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიაში“ 2021 წლიდან დღემდე 63 მატჩი აქვს ჩატარებული, ესპანურ კლუბთან კონტრაქტი კი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მას „ბაიერნში“ სავარაუდოდ მანუელ ნოიერის შემდეგ მეორე მეკარედ განიხილავენ, რადგან რთული წარმოსადგენია, რომ გერმანელმა კიპერმა „რეკორდმაისტერში“ ამ ეტაპზე თავისი პოზიცია დათმოს.