„ნიუკასლი“ ბონუჩის ყიდვას შეეცდება

„ნიუკასლი“ ბონუჩის ყიდვას შეეცდება

„იუვენტუსის“ 36 წლის მცველის, ლეონარდო ბონუჩის წარმომადგენლები „ნიუკასლის“ ხელმძღვანელობას შეხვდნენ, რომელიც ვარსკვლავურ იტალიელ ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმებას აპირებს - გვამცნობს Calciomercato.com.

ტურინული კლუბი მზადაა განიხილოს ბონუჩის გაყიდვის შესაძლებლობა. 36 წლის იტალიელი ტურინული კლუბის ცოცხალი ლეგენდაა. „იუვენტუსში“ ბონუჩიმ 2010/2011 წლების სეზონის შემდეგ ყველა ტურნირზე 502 მატჩი ჩაატარა. ფეხბურთელი იტალიის რვაგზის ჩემპიონი და ეროვნული თასის სამგზის მფლობელია.

ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ერთ წელიწადში დაასრულებდა პროფესიულ კარიერას.