კიმ მინ ჯე „ბაიერნისთვის“ სამედიცინო შემოწმებას დღეს დაასრულებს

კიმ მინ ჯე „ბაიერნისთვის“ სამედიცინო შემოწმებას დღეს დაასრულებს

მიუნხენის „ბაიერნი“ „ნაპოლის“ მცველის, კიმ მინ ჯეს გამოსყიდვის ვარიანტს მისი სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ გაააქტიურებს, - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

„კიმ მინ ჯე დღეს, 6 ივლისს დაასრულებს სამედიცინო ტესტების მეორე ნაწილს, რის შემდეგაც „ბაიერნი" გაააქტიურებს კორეელის „ნაპოლიდან“ გამოსყიდვის პუნქტს. ეს არის ბოლო ნაბიჯი ოფიციალურ განცხადებამდე.“ - აღნიშნავს რომანო.

„ბაიერნმა“ კორეელისთვის 50 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს, მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიმი ბავარიულ კლუბთან 2028 წლამდე მოაწერს კონტრაქტს ხელს და მისი ხელფასი წელიწადში 12 მილიონი ევრო იქნება.

სამხრეთ კორეელი ცენტრალური მცველი „ნაპოლიში“ გასული სეზონის ერთ-ერთი მთავარი სახე გახდა, რომელშიც იტალიურმა კლუბმა იტალიის სერია A მოიგო და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავიდა.

კიმმა სერია A-ში 35 მატჩი ჩაატარა, ორი ბურთი გაიტანა და ორიც საგოლე გადაცემა შეასრულა.