„პარი სენ-ჟერმენის" ფრანგი თავდამსხმელი, კილიან მბაპე, შესაძლოა, მადრიდის „რეალში" 200 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდეს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ხოსეპ პედრეროლი.
„ექსკლუზიურად გავამხელ მადრიდის „რეალის" გეგმას: ისინი მოიცდიან მანამ, სანამ მბაპე კვლავ უარს იტყვის პსჟ-სთან კონტრაქტის განახლებაზე. კილიანის დედა ადასტურებს, რომ ხელშეკრულება არ გახანგრძლივდება. ამის შემდეგ რეალი „მხსნელის" როლს მოირგებს. 200 მილიონი ევრო უკვე მომზადებულია.“ - წერს პედრეროლი.
გარდა ამისა, ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, 2024 წლის ზაფხულისთვის უკვე შეუთანხმდა მბაპეს უფასო ტრანსფერზე.