სერია A-ს კალენდარი ცნობილია: კვერნაძე VS კვარაცხელია პირველივე ტურში შედგება

სერია A-ს კალენდარი ცნობილია: კვერნაძე VS კვარაცხელია პირველივე ტურში შედგება

იტალიის სერია A-ს 2023-2024 წლების სეზონის კალენდარი ცნობილია. მოგეხსენებათ, სერია A-ში ისევ ორი ქართველი ითამაშებს, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ და გიორგი კვერნაძე - „ფროზინონეში“.

ყოველ შემთხვევაში, თუ მიმდინარე ზაფხულს რომელიმე ქართველი ფეხბურთელი იტალიურ კლუბში კიდევ არ გადავიდა.

გაირკვა, რომ პირველივე ტურში იტალიის მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“ სტუმრად „ფროზინონეს“ დაუპირისპირდება. ამრიგად, გიორგი კვერნაძე და ხვიჩა კვარაცხელია ერთმანეთს სეზონის სტარტზევე შეხვდებიან.

აქვე გეტყვით, რომ სერია A-ს მომდევნო სეზონი 20 აგვისტოს დაიწყება და 26 მაისს დასრულდება.

I ტური, 20 აგვისტო

„ბოლონია“ – „მილანი“

„ლეჩე“ – „ლაციო“

„ემპოლი“ – „ვერონა“

„რომა“ – „სალერნიტანა“

„ფროზინონე“ – „ნაპოლი“

„სასუოლო“ – „ატალანტა“

„ჯენოა“ – „ფიორენტინა“

„ტორინო“ – „კალიარი“

„ინტერი“ – „მონცა“

„უდინეზე“ – „იუვენტუსი“

მაგალითად, „ფროზინონეს“ საწყის 5 ტურში შემდეგ გუნდებთან მოუწევს დაპირისპირება:

„ნაპოლი“ (შინ), „ატალანტა“ (შინ), „უდინეზე“ (სტუმრად), „სასუოლო“ (შინ) და „ტორინო“ (სტუმრად).

„ნაპოლისთვის“ საწყისი 5 ტურის კალენდარი ასეთია:

„ფროზინონე“ (სტუმრად), „სასუოლო“ (შინ), „ლაციო“ (შინ), „ჯენოა“ (სტუმრად), „ბოლონია“ (სტუმრად).