ლუჩანო სპალეტი:

ლუჩანო სპალეტი: "ნაპოლის" კვარაცხელია და ოსიმენი ჰყავს, ამიტომ სერია A-ში ისევ ფავორიტი იქნება"

„ნაპოლის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა, რომ მომდევნო სეზონში „აძური“ სერია A-ში ისევ ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება.

„ზოგიერთი გუნდი ძლიერ ფეხბურთელს დაკარგავს, მაგრამ ეს ნორმალურია, ფინანსებზეა დამოკიდებული. მთავარია, სწორი გარემოს პოვნა და „ნაპოლი“ ამ მხრივ გამორჩეული იყო. ისინი სეზონს ერთ-ერთი ფავორიტის რანგში დაიწყებენ, რადგან ისეთი გამორჩეული ფეხბურთელები ჰყავთ, როგორებიც კვარა, ოსიმენი და დი ლორენცოა. თუმცა, „ინტერი“, „იუვე“ და „მილანიც“ ძლიერები არიან.

ერთი წლით საქმეს ჩამოვშორდი? ეს მე არასდროს მითქვამს, თქვენ მიერ გამოგონილი ამბავია. ვნახოთ რა მოხდება, მაგრამ 2024 წლის დასაწყისამდე ნამდვილად არ ვიმუშავებ, ახალი წლიდან კი შევაფასებ შეთავაზებებს. მჭირდებოდა, რომ დამესვენა და რაღაც საკითხები მომეგვარებინა“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის მოგების შემდეგ დატოვა, მის ნაცვლად კი იტალიური კლუბი ფრანგმა სპეციალისტმა, რუდი გარსიამ ჩაიბარა.