„ჰამბურგის“ სპორტულმა დირექტორმა იონას ბოლდმა დაადასტურა, რომ მოსკოვის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების მცველის, საბა საზონოვის დამატება სურთ. როგორც მან თქვა, ფეხბურთელს აქტიურად აკვირდებიან, დანარჩენი კი გამოჩნდება.
„ეს არის მოთამაშე, რომელიც ამჟამად ევროპის ჩემპიონატზეა და რომელსაც ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. ყველაფერი დანარჩენი მომავალში გამოჩნდება“, - თქვა ბოლდმა.
შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვის „დინამოსთან“ კონტრაქტი 2024 წელს ეწურება. ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას „ჰამბურგის“ გარდა, იტალიაშიც იწვევენ, მაგრამ კლუბების სახელები არ გაჟღერებულა. ამიტომაც, ვარაუდობენ, რომ ქართველი გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში წასვლას სერია A-ში გადაბარგებას ამჯობინებს.