უკრაინის 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ბოლო ნახევარფინალისტი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველომ პარიზის ოლიმპიადაზე გასვლის შანსი დაკარგა.
რუსლან როტანის გუნდმა ფავორიტი საფრანგეთი დიდებულ სტილში 3:1 დაამარცხა და ტურნირზე ასპარეზობას აგრძელებს. თავიდან საფრანგეთი იგებდა რაიან ჩერკის ეფექტური გოლით, მაგრამ ცოტა ხანი, პირველივე ტაიმში უკრაინა დაწინაურდა.
მიხაილო მუდრიკმა ჯერ პენალტი მოიპოვა, რომელიც გეორგი სუდაკოვმა გაიტანა, ხოლო 44-ე წუთზე მუდრიკმა გასაოცარი პასი გააკეთა, სუდაკოვი მეკარეს შეატოვა და მანაც დუბლი გაიფორმა. 86-ე წუთზე საბოლოო ანგარიში არტიომ ბონდარენკოს გოლით დაფიქსირდა - 3:1 უკრაინელთა სასარგებლოდ.
ნახევარფინალში უკრაინის ნაკრები 5 ივლისს ესპანეთს შეხვდება, რომლებმაც ჯგუფში ფრედ 2:2 ითამაშეს ერთმანეთში, მეორე ნახევარფინალში კი იმავე დღეს ინგლისი და ისრაელი დაუპირისპირდებიან (ჯგუფში ისინიც შეხვდნენ და ინგლისმა 2:0 მოიგო).
პარიზის ოლიმპიადის საგზურიც ისრაელს, უკრაინას და ესპანეთს ერგოთ, მასპინძელ საფრანგეთთან ერთად.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს კი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალსა და ოლიმპიადაზე მოსახვედრად ერთი, ძალიან პატარა ნაბიჯი დააკლდა.