Corriere Della Sera: ჯუნტოლი და

Corriere Della Sera: ჯუნტოლი და "იუვენტუსი" მიქაუტაძეს აქტიურად აკვირდებიან

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე „იუვენტუსის“ ინტერესის სფეროში რჩება. ამის შესახებ Corriere Della Sera წერს.

იტალიური გამოცემის ცნობით, ტურინელთა ახალი გენერალური დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი 22 წლის ქართველ ფეხბურთელს აკვირდება, რომელსაც „მეცთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ჯუნტოლი ელოდება მოვლენების განვითარებას, რათა ნახოს შესაძლებლობა რეალური მოლაპარაკებების დასაწყებად. ჯერჯერობით, სხვა კონკრეტული ცნობები არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე 23 გოლით გასულ სეზონში ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ასევე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.