ფაბიო კანავარო ანდრეა პირლოს შეცვლის და თურქულ კლუბს ჩაიბარებს

ფაბიო კანავარო ანდრეა პირლოს შეცვლის და თურქულ კლუბს ჩაიბარებს

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფაბიო კანავარო „კარაგუმრუკის“ მთავარი მწვრთნელი გახდება.

მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და მხოლოდ ოფიციალური განცხადების გაკეთება დარჩა. იტალიელი ბოლოს სამშობლოში „ბენევენტოს“ ავარჯიშებდა, საიდანაც ცუდი შედეგების გამო თებერვალში დაითხოვეს, ხოლო მანამდე არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში მუშაობდა.

„კარაგუმრუკში“ კანავარომდე ანდრეა პირლო იყო, რომელიც ერთი თვის წინ გაათავისუფლეს. აღსანიშნავია, რომ ამ თურქულ გუნდში გასული სეზონის მეორე ნახევარი საბა ლობჟანიძემ გაატარა, მაგრამ დარჩება თუ არა, ის კლუბში უცნობია, რადგან მისი სატრანსფერო უფლებები „ჰატაისპორს“ ეკუთვნის.