ჯუნტოლი:

ჯუნტოლი: "ნაპოლიში" დიდებული სეზონი იყო, სადაც ყოველთვის გვესმოდა ჩვენ და არასდროს - მე"

კრისტიანო ჯუნტოლიმ „ნაპოლის“ სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა. მან იტალიურ მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა, სადაც კლუბიდან წასვლის მოტივებზე არაფერი უთქვამს.

თუმცა, აღნიშნა, რომ ეს საოცარი სეზონი იყო, რაც გუნდის ერთიანობამ განაპირობა.

„უნდა ვთქვა, რომ „ნაპოლიში“ ყველა კმაყოფილია, დიდებული სეზონი იყო. ყოველთვის გვესმოდა სიტყვა „ჩვენ“ და არასდროს „მე“, სწორედ ეს იყო ჩვენი ძალა, რამაც გაგვაძლიერა. ასევე, სატრანსფერო ბაზარზე ცოტა გაგვიმართლა, რადგან ნიჭიერები ახალგაზრდები შევიძინეთ“, - თქვა ჯუნტოლიმ.

შეგახსენებთ, რომ კრისტიანო ჯუნტოლიმ განახორციელა ერთი წლის წინ „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი. ის „აძურიში“ 2015 წლიდან მუშაობდა, ახლა კი „იუვენტუსთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.