ოფიციალურად: მარკუს ტურამი

ოფიციალურად: მარკუს ტურამი "ინტერის" ფეხბურთელია

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი მარკუს ტურამი კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს. მილანურმა გუნდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ფრანგს „გლადბახთან“ კონტრაქტი ამოეწურა და „ნერაძურის“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მარკუსმა „ინტერთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა, სეზონში კი 6.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ის ლეგენდარული ფეხბურთელის, ლილიან ტურამის ვაჟია. ლილიანს 10 წელი აქვს იტალიაში გატარებული, „პარმასა“ და „იუვენტუსში“.

მარკუს ტურამი „გლადბახში“ 2019 წლიდან თამაშობდა და 134 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა. მანამდე ის „სოშოს“ და „გენგამის“ წევრი იყო.