ლუჩანო სპალეტი:

ლუჩანო სპალეტი: "ნეაპოლი ჩემი ცხოვრების უნივერსიტეტი იყო"

„ნაპოლის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ნეაპოლში დაბრუნდა, სადაც Artis Suavitas 2023-ის დაჯილდოების ცერემონიაზე პრიზი გადასცეს. მან ადგილობრივ მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

„ნეაპოლში დაბრუნება ყოველთვის კარგი განცდაა. ნეაპოლი ორი წლის განმავლობაში იყო ჩემი ცხოვრების უნივერსიტეტი. ეს ჯილდო ჩემთვის ცოტა გასაკვირია, არ მგონია, რომ ამდენი დავიმსახურე. ტრანსფერები? ამ საღამოს ფეხბურთზე საუბარი რთულია, ვფიქრობ, ყველაზე კარგი ის იქნება, რომ ყველამ იმუშაოს და რუდი გარსიას სამუშაოდ საუკეთესო პირობები შეუქმნან“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი „ნაპოლის“ 2021-2023 წლებში ავარჯიშებდა და გუნდს 33-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა.