დავითაშვილი:

დავითაშვილი: "გვინდა უფრო დიდი ისტორია დავწეროთ, რასაც ნახევარფინალი და ოლიმპიადა ჰქვია"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ისრაელთან მატჩამდე ისაუბრა. მისი თქმით, ისრაელს აქვს სუსტი და ძლიერი მხარეები, მაგრამ საქართველოს სურს, რომ უფრო დიდი ისტორია დაწეროს და ნახევარფინალში გავიდეს.

„ნიდერლანდებთან ძალიან ემოციური მატჩი იყო ყოველმხრივ, მაგრამ ეს უკვე წარსულია და უნდა გადავერთოთ მეოთხედფინალზე. ისრაელი ძალიან კარგი გუნდია, ვნახეთ მათი თამაშები, ჩემი აზრით, ვიცით სუსტი წერტილები, პლუსებიც აქვთ, მაგრამ ვფიქრობ, შეგვიძლია მათი ბარიერი დავძლიოთ და უფრო დიდი ისტორია დავწეროთ, რასაც ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალსა და ოლიმპიადაზე გასვლა ჰქვია“, - თქვა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ისრაელის ნაკრებთა მატჩი 1 ივლისს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება.