ირაკლი აზაროვი:

ირაკლი აზაროვი: "ისრაელი მებრძოლი გუნდია, მაგრამ ახლა ჩვენი გაჩერება რთულია"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მცველმა ირაკლი აზაროვმა ისრაელთან ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩის წინ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ისრაელი მებრძოლი გუნდია, მაგრამ ახლა საქართველოს ნაკრების გაჩერება რთული იქნება.

„ძალიან რთული ჯგუფი გვქონდა. ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ და თავდაუზოგავი შრომის წყალობით პირველ ადგილზე გავედით, რაც სასიხარულოა და მეოთხედფინალში გრანდებს ავცდით. ვიცით, ისრაელი როგორი მებრძოლი გუნდია, ბევრს დარბიან, მაგრამ ჩვენი გაჩერება ახლა რთულია და ვფიქრობ, რომ ამ ბარიერს დავძლევთ. ოლიმპიადა ყველა ჩვენგანის ოცნებაა და ერთ-ერთი მოტივაცია იქნება, რომ ოლიმპიადის საგზური მოვიპოვოთ“, - თქვა აზაროვმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ისრაელის ნაკრებთა მატჩი 1 ივლისს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება.